Saturday, June 11, 2016

მეცხრე დღე

დასრულდა ტრენინგი,დღეს თითოეულმა ჩვენგანმა წარვადგინეთ პრეზენტაციები.მივიღეთ ტრენერისგან კონსულტაციები,რაც ჩასასწორებელი იყო ჩავასწორეთ.ეს კურსი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.დიდი მადლობა ტრენერს, მარეხი ჯელაძეს ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი მუშაობისათვის.

მერვე დღე

გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეებს,შევაჯამეთ ყველა დოკუმენტი რაც გავაკეთეთ,ვიმუშავეთ საქაღალდეზე-დამხმარე,განვიხილეთ მე-6 და მე-7 მოდულები,შევქმენით მოსწავლეებისთვის ხარაჩო და გავეცანით პრეზენტაციებს.ვისაუბროტ როგორ დაეხმაროს მასწავლებელი მოსწავლეს,როგორც ფასილიტატორი.შევავსეთ დიფერენცირებული სწავლებისთვის შაბლონი.

მეექვსე დღე

მუშაობა დავიჭყეთ წყვილებში,გავეცანით ერთმანეთს პროექტებს.განვსაზღვრეთ დრო, ჯგუფები და აქტივობები.დავგეგმეთ პროექტის პროცედურები.გამოყენებული მასალის დალინკვა საავტორო უფლებებში.მოვირგეთ მოსწავლის როლი და ვისაუბრეთ მის სავარაუდო პასუხებზე.

მეორე დღე

ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის დამხმარე ნაწილში,ვისაუბრეთ დადებით მხარეებზე,მოსწავლის,მასწავლებლისა და მშობლის როლზე და ავტვირთეთ შესაბამისი სურათები.შევქმენით პუბლიკაციის ჩეკლისტი.

პირველი დღე

გავეცანით ტრენინგის მასალებს,გავხსენით ჩვენი საქაღალდეები და ვიმუშავეთ კურსის რესურსებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

Saturday, June 4, 2016

მეხუთე დღე

• ვიმუშავეთ წყვილებში. გავაცანით ერთმანეთსპროექტის სცენარი. ძირითადი აქტივობები და რას მიიღებენ მოსწავლეები ამ პროექტიდან. დავუდეთ ერთმანეთს კომენტარები. • ვისწავლეთ ობიექტის შემოტანა პრეზენტაციაში. • გეგმის შაბლონს დავამატეთ წინარე ცოდნა. და სასწავლო პროცედურები. • ვიმუშავეტ მე-3 მოდულის მე-2 აქტივობაზე-„გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონზე“.შაბლონი გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში“ საავტორო უფლებები“ •

მეოთხე დღე

• გავიმეორეთ წინა დრეებში შესწავლილი მასალა. • განვიხილეთ შეფასების მეთოდები. • ვიმუშავეთ მოაწავლეთა წინარე ცოდნის დასადგენად გამოსაყენებელ ინსტრუმენტებზე. გამოვიყენეთ მეთოდი-ვ.მ.ვ. • განვსაზღვრეთ, როგორც მოსწავლეებმა, რა აქტივობები უნდა დავგეგმოთ . • გავეცანით პრეზენტაციის შაბლონს. • ვისწავლეთ როგორ უნდა ვიმუშაოთ პრეზენტაციაზე.

მესამე დღე

• გავეცანით პროექტების თემებს,ვისაუბრეთ მოკლედ პროექტის მიზნებზე, აქტივობებსა და შედეგებზე. • დავეცანით პროექტის გეგმის შაბლონს. • შევიტანეთ საკუთარი პროექტის მიზანი . სტანდარტები. • გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია და შევადარეთ რამდენად გაიყვანს ჩვენს მიერ ჩამოწერილი აქტივობები მაღალ სააზროვნო უნარებზე. • ავირჩიეთ 21-ე საუკუნის რა უნარებს განავითარებს ჩვენი პროექტი • ვიმუშავეთ მიმათულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ჩემი ძლიერი მხარე ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება მიზნების მისაღწევად. კარგად გავიგე როგორ დავსვა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები

მეშვიდე დღე

წარვადგინეთ და განვიხილეთ პრეზენტაციის ნიმუშები,შეფასების სტრატეგიები.გავეცანით რუბრიკებს და შევავსეთ გეგმის შაბლონი.